პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.
განახლება: 22 აპრილს მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ რეალურად დაკავებული იყო, მაგრამ ეს ფაქტი სიტუაციის ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის თავიდან ასარიდებლად დამალა.
ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, ამას პანკისში დიდი ამბავი არ მოჰყოლოდა – მაჩალიკაშვილი