საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. კალინინგრადში გამართულ ფინალურ შეხვედრაზე ქართველმა ბორჯღალოსნებმა ესპანეთი 20-10 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ესპანეთმა 10:6 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები დაწინაურდა და საბოლოოდ, მოწინააღმდეგეს 10 ქულით სძლია.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.