ახალი ამბები

ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ ფინალში გავიდნენ

2 მარტი, 2024 • 1049
ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ ფინალში გავიდნენ

საქართველოს რაგბის ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „რაგბი ევროპის“  ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 43:5 დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

„რაგბი ევროპის“ ფინალი პარიზში 17 მარტს გაიმართება.

მთავარ ფოტოზე: კადრი მატჩიდან/ირაკლი ტყემალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი