ახალი ამბები

“მარადიული არის უფალი და სამშობლო” – სესიაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

5 მარტი, 2019 • 1526
“მარადიული არის უფალი და სამშობლო” – სესიაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

მარადიული არის უფალი და სამშობლო – ამ სიტყვებით დაასრულა ქვეყნის სამსახური და ამ სიტყვებით აგრძელებს ხალხის სამსახურს,” – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ქართულ ოცნებაში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება.

პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ღარიბაშვილი გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეიტანილი ქვეყნის განვითარებაში.

დღემდე პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას გია ვოლსკი იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი თანამდებობა შემოიღო- სხვა პარტიებთან ურთიერთობების მდივანი, ვოლსკი სწორედ ამ პოზიციას დაიკავებს.

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი