ახალი ამბები

ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა

5 მარტი, 2019 • 2077
ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად დადასტურდა

“ქართულ ოცნებაში” ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება.

პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით,  ღარიბაშვილი გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეიტანილი ქვეყნის განვითარებაში.

დღემდე პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას გია ვოლსკი იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალი თანამდებობა შემოიღო- სხვა პარტიებთან ურთიერთობების მდივანი, ვოლსკი სწორედ ამ პოზიციას დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი