ელმავალმშენებლის თანამშრომლებმა 6 თვის ხელფასის ანაზღაურების პირობა მიიღეს

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლებმა კუთვნილი 6 თვის ხელფასის მიღების პირობა მიიღეს 14-დან 17 მარტის ჩათვლით.

როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, ამის შესახებ პირობა მან მფლობელისგან მიიღო, რომელმაც ადგილობრივ მენეჯმენტს ხელფასების გაცემა დაავალა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც საწარმოს ამუშავებას ეხება, ამის შესახებ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია პროფკავშირებს და დასაქმებულებს.

ხუთშაბთს, 12:00 საათზე, პროფკავშირების წარმომადგენლები და თბილელმავალმშენებლის თანამშრომლები კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ საწარმოს წინ.

ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.