ახალი ამბები

ევროპული საქართველო გახარიას პარლამენტში იბარებს ხაზარაძის ბრალდებასთან დაკავშირებით

4 მარტი, 2019 • 959
ევროპული საქართველო გახარიას პარლამენტში იბარებს ხაზარაძის ბრალდებასთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველო” შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.

ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, ხაზარაძის ნათქვამი “რეაგირების გარეშე ვერ დარჩება, ვინაიდან იკვეთება მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი ქმედებები”.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფრაქცია “ევროპული საქართველო” ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.

“გახარიას მუქარის წერილზე” მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი