“ნამეს” ოპერატორმა, გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო

ქართული ფილმის, “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდო მიიღო.

ქართველმა კინოოპერატორმა ჯილდო კატეგორიაში, Spotlight Award მიიღო.

ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” არაერთი ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა. ფილმს ორი ოპერატორი ჰყავს – გიორგი შველიძე და მამუკა ჩხიკვაძე. ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ASC-ის დაჯილდოების ნომინანტი მხოლოდ გიორგი შველიძე იყო.

ცისნამი – შიშთან ბრძოლაში გამარჯვებული გოგო ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.