თბილისის აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. პრაიმტაიმის გავრცელებული ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.

ქურდობის ფაქტი 17 იანვარს აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აეროპორტის მმართველი კომპანიის, “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, რომელიც მტვირთავად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კოდექსის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აეროპორტის თანამშრომელს ერთიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.