აქტიური მასწავლებლების მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება – მინისტრი

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების ხელფასები 1 500 ლარიდან განისაზღვრება.

ახალი სახელფასო პოლიტიკა, მინისტრის თანახმადვე, 2019 წლის შემოდგომიდან შევა ძალაში.

მინისტრ ბატიაშვილის თქმით, ეს ეხება იმ პედაგოგებს, რომლებიც “მთლიანად იქნებიან სასწავლო პროცესში ჩართული”.


განათლების მინისტრმა თქვა, რომ სახელფასო პოლიტიკას, კვალიფიკაციებთან ერთად, სამინისტრო გაზაფხულზე წარმოადგენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com