ახალი ამბები

საპატრიარქო ჯვრის მონასტრის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

15 იანვარი, 2019 • 2791
საპატრიარქო ჯვრის მონასტრის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

“როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც.

ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ჯვრის მონასტერი მეორე დღეა დაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი