ახალი ამბები

აშშ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის დამატებით ნახევარ მლნ დოლარს გამოყოფს

16 სექტემბერი, 2020 • 1112
აშშ ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის დამატებით ნახევარ მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის შენარჩუნების პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) მიერ შეირჩა.

პროექტის პრეზენტაციას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესთან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ ბელაშვილთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოები, რომელსაც ასევე აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ამიერიდან შენობის მთლიან გარეთა ფასადზე გავრცელდება, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს და გუმბათის რვავე მხარეს, კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს. პროექტის პირველი ეტაპი AFCP პროგრამის ფარგლებში 100 000 აშშ დოლარით დაფინანსდა. ახალი გრანტი კი ითვალისწინებს დამატებით 506 250 აშშ დოლარის გამოყოფას, რაც განკუთვნილია საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი