ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

11 იანვარს ვანის ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს;

ამასთან, ფაქტის შესწავლა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, — უწყებამ, რომელიც სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების გადაცდომებს სწავლობს.

შსს-ის ცნობითვე, ინციდენტის მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

კადრი: იმერეთში მდებარე სააგენტო topnews.com.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com