გრიპის კუთხით ისლანდიაში, ნორვეგიაში, პორტგუალიასა და შვედეთში ჩვენნაირი მდგომარეობაა – სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა დღეს, 10 იანვარს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და უახლოეს ტენდენციებზე ისაუბრეს.

სერგეენკოს თქმით, H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით ავადობის შემთხვევების ზოგადმა ტენედენციამ იკლო, თუმცა ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია 845 ადამიანი. 44 პაციენტი მძიმე მდგომარეობით ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ლაბორატირიულად 13 შემთხვევაში დადასტურდა H1N1 ტიპის გრიპის არსებობა. როგორც მინისტრმა თქვა, გარდაცვალებისა და გართულების შემთხვევები ძირითადად გამოწვეული თანმდევი დაავადებების გართულებითა და დაგვიანებული მკურნალობით. გარდა ამისა, სერგეენკომ წარმოადგინა მონაცემები, ბოლო წლებში 100 ათას მოსახლეზე რამდენი ადამიანი იყო დაინფიცირებული გრიპის ვირუსით.

  • “2009-2010 წლებში 100 ათას მოსახლეზე იყო 1550 შემთხვევა,
  • 2010-2011 წლები – 1995,
  • 2011-2012 წლებში – 490,
  • 2012-2013 წლებში – 385,
  • 2013-2014 წლებში – 480,
  • 2014-2015 წლებში – 257,
  • 2015-2016 წლებში – 400,
  • 2016-2017 წლებში – 196,
  • 2018-2019 წლებში – 277 შემთხვევა, რაც იყო პიკური. ამჟამდ ეს დაკლებულია 256 შემთხვევამდე”, – თქვა დავით სერგეენკომ.

“ახლა რაც ხდება, ეს არ არის რაიმე უნიკალური, რაც აქამდე არ მომხდარა. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. ამ ინფორმაციას იმიტომ არ გაწვდით, რომ ვთქვათ, არაფერი არ ხდება. არა, უბრალოდ, ვალდებული ვართ, ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ”, – აღნიშნა სერგეენკომ და თქვა, რომ გრიპის გავრცელების კუთხით საქართველოში რაიმე განსაკუთრებული ვითარება არ არის.

“ისლანდია, ნორვეგია, პორტგუალია, შვედეთი და თურქეთი – ამ ქვეყნებში დაახლოებით იგივეა რაოდენობა და სტრუქტურა, რაც ჩვენთან. საქართველოში გრიპის 98% არის H1N1. საშუალოევროპული კი – 71%.

მინისტრის განმარტებით, სეზონური გრიპი გარდაუვალია, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები კი საქართველოს მსგავს მდგომარეობაში არიან. სერგეენკომ ასევე დადებითად შეაფასა ექიმისადმი მიმართვიანობის გაზრდილი სტატისტიკა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოში ანტივირუსული მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს.

პრესკონფერენცია – გრიპის ვირუსი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და NCDC-ის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 10.01.2019

Posted by National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) on Thursday, January 10, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.