ახალი ამბები

სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში, განსაკუთრებული არაფერი ხდება – აზარაშვილი

8 იანვარი, 2024 • 1012
სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში,  განსაკუთრებული არაფერი ხდება – აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სეზონური გრიპები „ტრიალებს“ და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდებო ვაქცინების მარაგი არსებობს და მსურველებს შეუძლიათ, რომ აიცრან.

„ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები, რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრები.

დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის, რომ ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე. თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი. თუმცა, არაფერი განსაკუთრებული, რაიმე ისეთს, რომ პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, გავრცელებული ვირუსების გამო კლინიკები გადავსებული არაა და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არის.

” საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივსოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი