ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერი გაავრცელა [ვიდეო]

4 ივლისი, 2014 • • 1530
საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით ფარული ჩანაწერი გაავრცელა [ვიდეო]

ვიდეოჩანაწერში ჩანს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე და გიგი უგულავას ცოლის ძმა გიორგი ღონიაშვილი ფულთან დაკავშირებით საუბრობენ. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა გიგი უგულავასა და გიორგი ღონიაშვილს შორის მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც უწყების განცხადებით, გიორგი ღონიაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოიღეს, როგორც ნივთმტკიცება. გიორგი ღონიაშვილი საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დააკავა. 

  

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი