ახალი ამბები

KGB-ს არქივში იპოვეს ბარათი, რომელიც ლატვიის მიტროპოლიტის ბიოგრაფიას ემთხვევა – svoboda

21 დეკემბერი, 2018 • 4081
KGB-ს არქივში იპოვეს ბარათი, რომელიც ლატვიის მიტროპოლიტის ბიოგრაფიას ემთხვევა – svoboda

ხუთშაბათს ლატვიის ეროვნული არქივის საიტზე კგბ-ს აგენტურის ბარათები გამოქვეყნდა, რომელთა შორის ერთ-ერთში აღწერილი მონაცემები სრულად ემთხვევა ლატვიის ამჟამინდელი მიტროპოლიტის, ალექსანდრ კუდრიაშოვის მონაცემებს. ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო ავრცელებს.

როგორც ბარათზე წერია, აგენტი კგბ-ში “მკითხველის” ფსევდონიმით 1982 წელს გადაიბირეს. ასევე, გამოცემის თანახმად, მისი გადაბირებით კგბ-ს ის განყოფილება იყო დაკავებული, რომელიც იდეოლოგიურ დივერსიებს ებრძოდა. ბარათში ასევე მითითებულია კუდრიაშოვის მოღვაწეობის სფერო – მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი. გამოცემა წერს, რომ მიტროპოლიტმა ალექსანდრემ საეკლესიო წოდება სწორედ 1982 წელს მიიღო.

არქივში ასევე ინახება მეორე ბარათი, რომლის მონაცემებიც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კიდევ ერთი წარმომადგენლის ბიოგრაფიას ემთხვევა. ერთ-ერთ ბარათში ივან მიროლიუბოვის მონაცემები ინახება, აქვე მითებულია მისი ფსევდონიმი – ანატოლი. ადამიანი ასეთი სახელითა და გვარით  რუსეთის ეკლესიის სინოდალური კომისიის წევრია.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბარათებში აღწერილი არ არის, კონკრეტულად რას აკეთებდნენ აგენტები შესაძლო გადაბირების შემდეგ, ან ახორციელებდნენ თუ არა ისინი რაიმე საქმიანობას KGB-ის სასარგებლოდ.

ლატვიის ნაციონალურმა არიქვმა დოკუმენტაცია ქვეყანის ე.წ. კგბ-ს კანონის საფუძველზე გამოაქვეყნა. თუმცა, ბარათებთან ერთად, სხვა ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. არქვიმა საკუთარ საიტზე კგბ-ს 10 612  ბარათი ატვირთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი