ქრთამის აღების ბრალდებით მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით მცხეთის  მერის წარმომადგენელი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან  დაკავშირებულ პროცედურებში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქეს თანხა მოსთხოვა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მან მოქალაქეს, ჯამში, 2000 დოლარი მოსთხოვა, აქედან 1000 დოლარი წინასწარ აიღო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.