სამსუნგი ისევ გამოიჭირეს მობილური კამერის რეკლამისთვის DSLR-ით გადაღებული ფოტოების გამოყენებაში

სამსუნგი ისევ გამოიჭირეს მობილური ტელეფონის კამერის რეკლამირებისთვის პროფესიონალური ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოების გამოყენებაში. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.

როგორც გამოგემა წერს, სამსუნგი Galaxy 8 Star-ის პორტრეტის რეჟიმის რეკლამაში DSLR კამერით გადაღებულ ფოტოს იყენებდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფოტოს ავტორმა გაავრცელა. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, კადრი, რომელიც რეკლამაში გამოიყენეს, სამსუნგის მალაიზიის წარმომადგენლობამ ონლაინ პლატფორმიდან შეისყიდა, შესაბამისად, ის მობილურის მწარმოებელს საავტორო უფლებების გამო არ ედავება.

თუმცა, როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ფოტო არა სამსუნგის მობილური ტელეფონით, არამედ მისი პირადი ციფრული ფოტოკამერითაა გადაღებული. მისივე თქმით, სამსუნგმა ფოტო დაამუშავა, მას ფონი შეუცვალა და ფერების კორექტირებაც მოახდინა.

ფოტოს ორიგინალი

 როგორც The Verge წერს, სამსუნგი პირდაპირ არ აცხადებდა, რომ აღნიშნული ფოტო A8 Star-ით იყო გადაღებული, თუმცა ის გამოყენებული იყო გვერდზე, სადაც მობილურის ფუნქციებსა და შესაძლებლობებზეა საუბარი.

როგორც გამოცემა წერს, ეს არა არის პირველი შემთხვევა, როცა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები რეკლამაში DSLR კამერით გადაღებული ფოტოების გამოყენებაში გამოიჭირეს. მსგავსი რამ სამსუნგის ბრაზილიურმა წარმომადგენლობამაც გააკეთა მიმდინარე წლის აგვისტოში. ჰუავეიმ კი იმავე თვეში თავის სარეკლამო ვიდეორგოლში DSLR კამერით გადაღებული ფოტო გაასაღა მობილურით გადაღებულად ამ ბრენდის ერთ-ერთი მობილურის რეკლამირებისას.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც The Verge-მა სტატია გამოაქვეყნა, სამსუნგმა ფოტოს აღწერა შეცვალა და დააწერა, რომ ის “სიმულირებულია საცდელი მიზნებისთვის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.