ახალი ამბები

Samsung რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას აჩერებს

5 მარტი, 2022 • 882
Samsung რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდებას აჩერებს

Samsung Electronics აცხადებს, რომ „მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გამო“ რუსეთში ყველა პროდუქტის, მათ შორის, ტელეფონების და მეხსიერების ბარათების მიწოდებას აჩერებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ შექმნილი რთული სიტუაციის აქტიურ მონიტორინგს, რათა განვსაზღვროთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, Samsung-ი არის ნომერი პირველი რუსეთის ტელეფონების ბაზარზე (30% 2021 წლის მეოთხე კვარტალში), რომელსაც მოსდევს Xiaomi (23%) და Apple (13%).

სმარტფონების კონკურენტმა Apple (AAPL.O)-მა ასევე შეაჩერა გაყიდვები რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთს დაუწესდა სანქციები უკრაინაში ომის გამო.

Samsung-ი, ასევე, აცხადებს, რომ 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გასცემს “რეგიონის გარშემო” ჰუმანიტარული ღონისძიებებისთვის, ლტოლვილებისთვის დახმარების ჩათვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი