ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა ზურაბიშვილისთვის მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა

28 ნოემბერი, 2018 • 5140
გოგა ხაინდრავა ზურაბიშვილისთვის მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის შტაბში მეორე ტურის შედეგების მისალოცად ამჯერად გვირილების თაიგულით მივიდა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. ხაინდრავამ თქვა, რომ ეს არის “საქართველოს გამარჯვება”.

სალომე ზურაბიშვილთან შედეგების მისალოცად ხაინდრავა ყვავილების თაიგუილით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებამდე, 28 ოქტომბრის საღამოსაც მივიდა. იმ დღეს აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები არ ჰქონდა. 28 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურში კი, ეგზიტპოლის შედეგებით, სწორედ ზურაბიშვილი ლიდერობს.

ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი