სებ-მა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საქართველოს ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა.

ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდებოდა. 1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.61 ლარი იყო, ერთი ევრო კი 3.03 ლარი ღირდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად კი, ლარი დოლართან 3 თეთრით და ევროსთან კი 6 თეთრით გამყარდა. ხვალ, 10 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.71 ლარი, ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი კი  3.08 ლარი იქნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი