თბილისის მერია მზიურის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მზიურის პარკის რეაბილიტაციას იწყებს.

კალაძის თქმით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით განახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, რეაბილიტაციის პროცესი 2019 წლის ბოლოს 2020-ის დასაწყისში დასრულდება.

კალაძის განცხადებით, განახლებულ “მზიურში” აშენდება მედიათეკა, მინიფეხბურთისა და სკეიტბორდის მოედნები, ასევე, თოჯინების სახლი, სადაც 4 000-მდე თოჯინა დაიდებს ბინას.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, სრულად შეიცვლება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა სარეკრეაციო ზონები და პარკი დამატებით გამწვანდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.