თბილისში, პოლონეთის საელჩოსთან სოლიდარობა გამოუცხადებენ მოკლული 28 წლის ქალის ოჯახსა და ახლობლებს. სოლიდარობის აქცია საელჩოსთან დღეს, 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
პაულინე დ. პოლონეთში 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. პოლიციამ 28 წლის ქალის გვამი ქალაქ ლოძის ტბაში 26 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვა. ქალს ყელის არეში 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
პაულინეს მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალი საქართველოს მოქალაქეს, მ. ხ-ს წაუყენეს და მას ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.
გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს