უსუფაშვილი: II ტურში მხარდაჭერას ვერც ერთ კანდიდატს გამოვუცხადებ

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ არ შეუერთდება დავით ბარქაძის ინიციატივას მეორე ტურისთვის ოპოზიციური პარტიების საერთო საკოორდინაციო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მეორე ტურში ვერც ერთ კანდიდატს ვერ გამოუცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას:

“ვართ ამაყნი, ვინაიდან ვართ, დიახ, 36007, 2.5%, და გვირჩევნია ვიყოთ ასეთი 2.5%, ვიდრე ისეთი 38% ან ასეთი 37%. დიდი მადლობა ამისთვის. მეორე ტურს რაც შეეხება, სამწუხაროდ, არც ვაშაძე-სააკაშვილი და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს  იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში”, – თქვა უსუფაშვილმა.

დღეს, 29 ოქტომბერს, “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს მეორე ტურში ძალების გაერთიანება შესთავაზა. მისი თქმით, ამ ინიციატივას უკვე შეუერთდა “რესპუბლიკური მოძრაობა”. პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციების გამართვისთვის ყველა პარტიასთან მზადაა.

ბაქრაძე ოპოზიციას მეორე ტურისთვის საერთო შტაბის შექმნას სთავაზობს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.