ახალი ამბები

რა საკითხის დასმას სთხოვს საპატრიარქო აბაშიძეს კარასინთან შეხვედრაზე

15 აპრილი, 2014 • • 1045
რა საკითხის დასმას სთხოვს საპატრიარქო აბაშიძეს კარასინთან შეხვედრაზე

ამის შესახებ საპატრიარქო სპეციალურ განცახდებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

“საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენ მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახან გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.

 

ჩვენის მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვისა, გარდაცვლილთა დაკრძალვისა, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულებისა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი