2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობაზე, მერიამ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 13 ადამიანს მიანიჭა. ესენი არიან:
- კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
- გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი.
- ჯაზშემსრულებელი გიული ჩოხელი, “ქართული ჯაზის ლეგენდა”
- “სუხიშვილების” სოლისტი თენგიზ უთმელიძე
- გაიოზ კანდელაკი, თბილისის ბიგ ბენდის დამაარსებელი
- არქიტექტორის ისტორიკოსი მაია მანია
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე მარდალეიშვილი
- ნოდარ ცერცვაძე, ჰიდროგეოლოგიის მკვლევარი
- ლადო კახაძე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დანერგვისა და დამკვიდრებისთვის
- თემურ ჩალაბაშვილი, ჟურნალისტთა კავშირის და მწერალთა კავშირის წევრი
- შაბთაი ცური, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე
- ვახტანგ კახიძე, კომპოზიტორი და დირიჟორი
- ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი
რამდენიმე კვირით ადრე წოდება მიენიჭათ ქეთი მელუასა და მიხეილ ბარიშნიკოვს. 2018 წელს, ჯამში, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 15 ადამიანს მიანიჭეს.