ახალი ამბები

30 სექტემბერი — 1 ოქტომბერი: რა არის დაგეგმილი თბილისობაზე

27 სექტემბერი, 2023 • 2970
30 სექტემბერი — 1 ოქტომბერი: რა არის დაგეგმილი თბილისობაზე

თბლისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  წელს თბილისობა 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს აღინიშნება, ღონისძიებები დაგეგმილია სამ ლოკაციაზე.

კალაძის თქმით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1 ოქტომბერს – მიუზიკლი.

„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს, აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები – რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე.

ესენია: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია. გარდა ამისა, 30 სექტემბერს რიყეზე დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო პირველში – მიუზიკლი.

ამავე დღეებში ორბელიანის მოედანზეც იმოქმედებს კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00-საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურება:

30 სექტემბერი და პირველი ოქტომბერი

რიყის პარკი

12:00 – 22:00 საათი:

  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები;
  • გასტრონომიული ფესტივალი;
  • სამეწარმეო მარკეტი;
  • ღვინის ფესტივალი;
  • მხიარული სტარტები;
  • საბავშვო კონცერტები;
  • საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები;
  • ატრაქციონები.

30 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები

  • 13:00 – 14:00 – ნუკრი კაპანაძის საბავშვო სტუდია;
  • 14:00 -15:00 – ,,ჟოზეს წარმოდგენა“;

1-ელი ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

  • 3 :00 – 14:00 – გიგი გეგელაშვილის საბავშვო სტუდია
  • 14:00 – 15:00 – N სტუდიო;

30 სექტემბერი

  • 16:00 – 21:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
  • 21:00 – 23:00 – კონცერტი ,,ჩემი თბილისი“ – ავტორი რუსუდან მორჩილაძე

პირველი ოქტომბერი

  • 20:00 – მიუზიკლი „და, აი ჩვენც აქ ვართ, – მამა მია!“

ორბელიანის მოედანი
30 სექტემბერი და პირველი ოქტომბერი

12:00 – 22:00

  • „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “;
  • მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები;
  • კაფე „ლაღიძის წყლები”;
  • საბავშვო კონცერტები;
  • საბავშვო – გასართობი აქტივობები;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • კვების ზონა „ქარავანი ორბელიანზე’’;
  • გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია ,,თბილისური სუფრა“;
  • წიბახას სამაგიდო თამაშები;
  • ლუკა ნაჭყებიას გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“;
  • ნინო ჩუბინიშვილის თეატრალიზირებული პერფორმანსი „თბილისური
    ტრადიციები“.

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ განთავსებულ სცენებზე კონცერტებს გამართავენ მუსიკალური
შემსრულებლები, ბენდები და საბავშვო სტუდიები:

30 სექტემბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი;
  • 15:00 – 18:00 – Dj Haverdi;
  • 18:00 – 20:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი;
  • 20:00 – 21:00 – TORCHO&NIKALA;
  • 21:00 – 23:00 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე

30 სექტემბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

  • 12:00 – 15:00 – Dj Kevana;
  • 15:00 -16:00 – ბიგ ბენდის კონცერტი;
  • 16:00 – 19:45 – Dj Yamoc;
  • 21:30 – 22:30 – ,,MAIKERU”.

30 სექტემბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

  • 12:00 – 13:00 – ,,ბასტი-ბუბუ”;
  • 13:00 -14:00 – ,,ანა-ბანა”;
  • 14:00 – 14:40 – ,,ექსპერიმენტიორიუმის” შოუ;
  •  14:40 – 15:40 – ,,ნია სტუდიას“ კონცერტი.

პირველი ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

  • 13:00-15:00 – ,,დრამ სქულის“ პერფორმანსი;
  • 15:00 – 18:00 – Dj Dariani;
  • 18:00 – 20:00 – დრამ სქულის პერფორმანსი;
  • 20:00-21:00 – სანდრო ნიკოლაძე „Jam Session Georgia”;
  • 21:00-22:00 – ,,TAMADA”;

პირველი ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სცენა

  • 12:00-15:00 – Dj Makara;
  • 15:00 -17:00 – Dj Tobaco Tween;
  • 17:00 -19:00 – Dj Levi Love Disco;
  • 19:00-20:00 – კონცერტი ,,შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”;
  •  21:00 – 22:00 – ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“-ს დახურვა;

კონცერტი Mechanical Rainbow
პირველი ოქტომბერი – საბავშვო სცენა – ფხოვის ქუჩა

  • 12:00 – 13:00 – ,,ბზიკების სტუდია“;
  • 13:00 -14:00 – ,,ვოკალის აკადემია“;
  • 14:00 – 16:00 ,,ქენდი სტუდია“.

აბანოთუბანი 30 სექტემბერი და პირველი ოქტომბერი

  • 12:00 -20:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“
  • 30 სექტემბერი – სახელმწიფო ცერემონიების სასახლე;
  • 20:00 – 22:00 – საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი.
    ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: გენო ნადირაშვილი, პროექტ „რანინას“ მონაწილეები (ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე
    ღვინიაშვილი, ოთო ბაზერაშვილი, გეგა შონია), ანსამბლი „ირიაო“, ნინო ბაშარული, ია შუღლიაშვილი, ნათია თოდუა, მანანა მენაბდე, ანსამბლი „იალონი“, ნანი ბრეგვაძე, ეკატერინე მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „მგზავრები“, მაყვალა ჩიხლაძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი New One, გიორგი მახარაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი