მოსკოვის გამზირზე მოსწავლეს მანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

მოსკოვის გამზირზე ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს უდასტურებს.

უწყების თქმით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან