“ჩვენ არ ვართ თანამემამულეები” – აფხაზური მხარის პასუხი ქართველ პრემიერს

“ბატონი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ყველა დღევანდელი ხელმძღვანელი ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ თანამემამულეები ვართ. ჩვენ სხვადასხვა, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ და არა ერთი ქვეყნის”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ საქართველოს პრემიერის განცხადების საპასუხოდ.

მისივე თქმით, თუ ქართველებს ნამდვილად სურთ, რომ აფხაზები და ოსები კარგად ცხოვრობდნენ, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ისაა, რომ მათი საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა შეაჩერონ.

საქართველოს პრემიერმა ბახტაძემ  გაეროს ტრიბუნიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მიმართა:

“საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა. ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი