ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნეს

18 სექტემბერი, 2018 • 1552
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ახალ პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა წარადგინა.

“ეჭვი არ მეპარება, რომ მის ცოდნას და გამოცდილებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ  უახლოეს დღეებში შევადგინოთ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასაგზავნად.  ასევე, წარმატებით ითანამშრომლებს რუსულ მხარესთან საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

გენადი გაგულია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 8 სექტემბერს “ფსოუ-სოხუმის” საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთის დელეგაცია სოჭის აეროპორტიდან სოხუმში ბრუნდებოდა. ისინი სოჭში სირიიდან ჩაფრიდნენ, სადაც მანამდე ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვალერი ბგანბა; ფოტო: sputnik-abkhazia

მასალების გადაბეჭდვის წესი