აფხაზი პრემიერის სიკვდილის შემდეგ გზებზე რეიდები დაიწყეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ აფხაზეთის პოლიციამ გზებზე რეიდები დაიწყო.

რეიდიების რაოდენობის გაზრდის შესახებ მითითება პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელებმა დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრისგან მიიღეს. ამასთან, პოლიციის რაიონულ განყოფილებების უფროსებს დააკისრეს გზებზე დანაშაულზე პასუხისმგებლობა.

უწყების ცნობითვე,  აფხაზეთის ქალაქებსა და ცენტრალურ გზატკეცილებზე საგზაო წესების დარღვევის პარალელურად, მართვის მოწმობისა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტების შემოწმება მოხდება.

გენადი გაგულია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 8 სექტემბერს “ფსოუ-სოხუმის” საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ავარია მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთის დელეგაცია სოჭის აეროპორტიდან სოხუმში ბრუნდებოდა. ისინი სოჭში სირიიდან ჩაფრიდნენ, სადაც მანამდე ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, კორტეჟის მანქანას, რითაც გაგულია გადააგილდებოდა, ნასვამ ნდგომარეობაში მყოფი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაეჯახა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი