ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე განმარტავს, როგორ დაეხმარება “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს

10 სექტემბერი, 2018 • 1610
მამუკა მდინარაძე განმარტავს, როგორ დაეხმარება “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს

“ქართულმა ოცნებამ” 10 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სახელისუფლებო გუნდი ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და “ქართული ოცნების” რესურსების რა ნაწილის გამოყენებას შეძლებს დამოუკიდებელი კანდიდატი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მთავარია, მმართველმა გუნდმა დაფიქსირა პოზიცია, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, დანარჩენი ყველა მოქმედება კი  კანონის ჩარჩოებში იქნება.

“მხარდაჭერაში ვგულისხმობთ, მათ შორის, ჩვენი შემომწირველებისთვის მოწოდებას, რომ მათ შემოწირულობები გააკეთონ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ასევე, ჩვენს პარტიულ აქტივს მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ და საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვებით”, – უთხრა მამუკა მდინარაძემ “ნეტგაზეთს”.

ამასთან, მდინარაძისთვის უცნობია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს თუ არა რაიმე ფორმით მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი