ახალი ამბები

ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

29 აგვისტო, 2018 • 2537
ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხადაჭერას უცხადებს. თავისი პოზიციის შესახებ კობიაშვილი ფეისბუკ გვერდზე წერს.

https://www.facebook.com/LevanKobiashviliofficial/photos/a.884369238291447/1926402020754825/?type=3&theater

კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი