ახალი ამბები

EURO 2024-ის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება – ფედერაცია

30 მარტი, 2024 • 1023
EURO 2024-ის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება – ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ, ქომაგებსა და გულშემატკივრებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების შესახებ.

“როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი