ახალი ამბები

სავარაუდოდ, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გავრცელდა

26 აგვისტო, 2018 • 5684
სავარაუდოდ, ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გავრცელდა

სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში ყოფილი და მოქმედი ქართველი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გავრცელდა.

ვიდეო არ შეიცავს სექსუალური ხასიათის კადრებს, თუმცა ყოფილ მაღალჩინოსანს არასაჯარი სივრცეში ასახავს და წარმოაჩენს მის პერსონალურ მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო, ამ დრომდე ხელმისაწვდომია, ხოლო ვირტუალურ ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც ვიდეო აიტვირთა, სხვა არაფერია გამოქვეყნებული.

ნეტგაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა შსს-ს. უწყების პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მაღალჩინოსანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საზოგადოებაში ადრეც გავრცელებულა. 2016 წლის 11 მარტს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პერსონალური მონაცებემს შეიცავდა.

ამ ვიდეო გავრცელებასთან დაკავშირებით მაშინ პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მხულის მეორე ნაწილით დაიწყო. [პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა , პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით].

 

მასალების გადაბეჭდვის წესი