სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე მეხლის I ნაწილით მიმდინარეობს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 14 აგვისტოს, მოწმის სტატუსით მივიდა.
სუს-ში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ 31 მაისს აქციაზე გაკეთებული განცხადება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული.
31 მაისს აქციაზე მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.
სუს-მა ამ განცხადებაზე გამოძიება 12 ივნისს დაიწყო.
მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა: