ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ ღირსეული კანდიდატი – უსუფაშვილი

6 აგვისტო, 2018 • 4209
სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ ღირსეული კანდიდატი – უსუფაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო კანდიდატის მოძებნა და ახლა სალომე ზურაბიშვილის იმედზეა.

“თავად სალომე ზურაბიშვილი არის საკმაოდ ღირსეული კანდიდატი და მე სიამოვნებით ვეპაექრები მას ამ საპრეზიდენტო მარათონში და ეს იქნება კარგი, იმიტომ რომ, მასთან შესაძლებელია კვალიფიციური პოლიტიკური დებატები და ამ ეტაპზე ეს სჭირდება საქართველოს. 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის და “ოცნების” ურთიერთობებს, ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი. ზოგადად კი მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი გაცილებით ძლიერი იქნება, მართლა დამოუკიდებელ კანდიდატად თუ დარჩება. ვიდრე ის აღმოჩნდება “ქართული ოცნების“ მხრიდან დაზარალებული, იმიტომ რომ, “ოცნება” ასე იქცევა.”,- განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს, 6 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა  საკუთარი თავი პრეზიდენტობის დაოუკიდებელ კანდიდატად დაასახელა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ექნება, რომელიც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.


მასალების გადაბეჭდვის წესი