წულუკიანი: ჩემს მიმართ ჭიჭინაძის მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება გასაკვირი იყო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ “ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. წულუკიანის თქმით, მისთვის ყოველთვის გასაკვირი იყო აგდებული დამოკიდებულება და მწვავე კრიტიკა დეპუტატისაგან, რომელთანაც არასდროს უმუშავია და არც შეხვედრია.

“პარტიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ და მედიიდან შევიტყვე. ახლა, ალბათ, როდესაც ეს პროცესი დასრულდა, შემიძლია საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს მქონია შესაძლებლობა, ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა, მას არ ვიცნობ, არც შევხვედრივარ, შესაბაამისად, მისი ჩემდამი ასეთი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”, – ამბობს წულუკიანი.

ამავე თემაზე

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com