პოლიტიკურმა მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნამ” თბილისის მაჟორუტარობის კანდიდატების კანდიდატები წარადგინა.
“ტრიბუნის” მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასე გამოყურება:
დავით ჭიჭინაძე – ისანი;
ლია მუხაშავრია – ნაძალადევი;
კობა ამირხანაშვილი – მთაწმინდა (პროფესორი, დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის დამაარსებელი);
მიხეილ ქავთარაძე – დიდუბე ჩუღურეთი;
ევან ჩხეიძე – ვაკე, (სამართალმცოდნე);
ზურაბ ნიჟარაძე – საბურთალო ( ეკონომისტი, მეწარმე);
ვაჟა ჟვანია – სამგორი (ვეტერანი ფეხბურთელი, ევროპის თასების თასის მფლობელი).
“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ ახალი პოლიტიკური პარტია “სახალხო ტრიბუნა” 2020 წლის ივნისში შექმნა. ჭიჭინაძის თქმით, ეს იქნება სახალხო მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს გააერთიანებს.