ახალი ამბები

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა – მღვიმეში 4 ბავშვი და მათი მწვრთნელია დარჩენილი

10 ივლისი, 2018 • 2483
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა – მღვიმეში 4 ბავშვი და მათი მწვრთნელია დარჩენილი

ტაილანდის მღვიმეში დარჩენილი 4 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გადასარჩნად სამაშველო ოპერაცია განახლდა. სამაშველო ოპერაცია ტაილანდში მესამე დღეა მიმდინარეობს. სპეციალისტები მუშაობას მხოლოდ ღამით წყვეტენ, რათა მღვიმეში განთავსებული ჟანგბადის კაფსულები აავსონ. მაშველებს იმედი აქვთ, რომ საფეხბურთო გუნდის ოთხივე წევრს, რომლებსც მაშველები 23 ივნისიდან ეძებდნენ, მღვიმიდან დღეს გამოიყვანენ.

ტაილანდში იმყოფებოდა SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი. მან ტაილანდში მცირე ზომის წყალქვეშა გემი ჩაიტანა, რომელიც რაკეტის ნაწილებისგანაა დამზადებული და გარეული ტახი ჰქვია დაკარგულების საფეხბურთო გუნდის პატივსაცემად.

მასკის გამოგონება ბიჭების დასახმარებლად ასე გამოიყურება:

ორი დღის განმავლობაში, მყვინთავებმა მღვიმიდან 8 ბავშვი გამოიყვანეს. თავდაპირველად მაშველებმა ის ბავშვები გამოიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე სუსტი იყო.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც ტერიტორია სრულიად მშრალი იყო. თუმცა, სეზონური წვიმების გამო წყლის დონემ მღვიმეში იმატა და დაკარგულებისთვის მისი დატოვება შეუძლებელი გახდა.

მღვიმე, სადაც ტაილანდელი ბავშვები იმყოფებიან ილუსტრაცია ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გზა, რომელიც ბავშვებმა უნდა გაიარონ გარეთ გამოსასვლელად, ძალიან რთულია,  ფეხით სიარულის გარდა, მათ წყალში სირული, ცოცვა და, რაც მთავარია, ყვინთვა უწევთ. გამოქვაბულის ზოგიერთი ნაწილი იმდენად ვიწროვდება, რომ საჭიროა ჰაერის ბალონის ცალკე გატანა. ოპერაციას ერთი მყვინთავი ემსხვერპლა, როდესაც გამოქვაბულში მყოფთათვის ჟანგბადის ბალონები მიიტანა და უკან ბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი