ახალი ამბები

ტაილანდში საბავშვო ბაღში თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც

6 ოქტომბერი, 2022 • 749
ტაილანდში საბავშვო ბაღში თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნონგბუალამფჰუს საბავშვო ბაღში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სულ მცირე 28 ადამიანი დახოცა, რომელთა შორის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არიან ბავშვებიც.

BBC წერს, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყო შეიარაღებული. როგორც BBC წერს, თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამსახურიდან ახლო წარსულში გაათავისუფლეს.

გამოცემა წერს, რომ დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის დაზუსტებული არაა. ტაილანდის პოლიციის განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

BBC აღნიშნავს, რომ ამგვარი თავდასხმები ტაილანდში ხშირი არ არის. ამგვარი შემთხვევა ბოლოს 2020 წელს მოხდა, როცა ყოფილმა სამხედრომ 21 ადამიანი მოკლა, რამდენიმე ათეული კი დაჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი