საგანში “მე და საზოგადოება” ტრენინგს 2 500 მასწავლებელი გაივლის

დაწყებითი საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ახალი საგნის “მე და საზოგადობა” შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, დაწყებითი განათლების მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო.

მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2-დღიან ტრენინგს ჯამში 2500 მასწავლებელი გაივლის.

ტრენინგების მიმდინარეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და დირექტორის მოადგილე დავით ხვედელიძე წალკის საზოგადოებრივ ცენტრში გაეცნენ.

ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ “მე და საზოგადოების” სტანდარტის კავშირებს სასწავლო გეგმის სხვა ნაწილებთან და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, გაეცნობიან წლიურ პროგრამას და მის მნიშვნელობას, აგრეთვე, რეკომენდებულ მეთოდიკურ ხერხებსა და შინაარსობრივ აქცენტებს.

მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, მოდულის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე მასწავლებელი 0,5 კრედიტ ქულას მიიღებს.

  • ნეტგაზეთის ყველა სიახლე საგან “მე და საზოგადოებას” შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.