სამტრედიის, ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს 9 ივლისს გაზმომარაგება შეუწყდება

“სოკარ ჯორჯია გაზის” განცხადებით, 9 ივლისის დილის 07:00 საათიდან 11 ივლისის დილის 07:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს: იანეთს, დიდი ჯიხაიშს, ეწერს, ღანირს, ჭაგანს, კვირიკეს, ნაბაკევს, ნინუაკუთხს, ჩხენიშს, მიწაბოგირას, დაბა კულაშს და მელაურს.

როგორც კომპანია აცხადებს, გაზმომარეგაბა ასევე შეუწყდება ქალაქ სამტრედიის შემდეგი ქუჩებს: რესპუბლიკის, კრავეიშვილების, მიქელაძის მაცხოვრებლებს.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ხონისა და მარტივილის აბონენტებსაც.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. კომპანიის განცხადბით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 11 ივლისის 07:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ “სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს – mygas.ge.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.