ახალი ამბები

რკინიგზა ორსართულიანი მატარებლების შეძენას აპირებს

3 თებერვალი, 2014 • • 1017
რკინიგზა ორსართულიანი მატარებლების შეძენას აპირებს

რკინიგზის ადმინისტრაციის განმარტებით, გუშინდელი და დღევანდელი შეფერხებების მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო. მათი თქმით, ძლიერმა ქარმა დაარღვია საკონტაქტო ქსელის გაბარიტი, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.

 

გუშინწინდელი ხანგრძლივი დაგვიანება რკინიგზაში განმარტეს იმით, რომ 2011 წლის 12 მარტს შეძენილ და 2013 წლის პირველ ნახევარში მიღებულ ჩინეთში წარმოებული ელექტრომატარებლების შეძენისას ტექნიკურ დავალებაში არ გაითვალისწინეს საქართველოში არსებული კლიმატური პირობები და სექციებს არ აქვს შესაძლებლობა ჩაებას ლოკომოტივს.

 

“გაუმართავი ტექნიკური დავალების გაცემის თაობაზე ხორციელდება მოკვლევა შესაბამისი უწყებების მხრიდან”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში და განმარტავენ, რომ ჩინელი სპეციალისტები აღნიშნულ სამგზავრო შემადგენლობებს საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს არგებენ.

 

“საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ამჟამად სწავლობს შესაძლებლობას და აწარმოებს მოლაპარაკეკბებს შვეიცარიული და გერმანული ელექტრომატარებლების ლიდერ მწარმოებელ კომპანიებთან, რომ 2015 წელს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში შეისყიდოს და მომხმარებელს შესთავაზოს მგზავრობა თანამედროვე ორსართულიანი ელექტრომატარებლით’,- აცხადებს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია. 

 

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი ვითარების გამო და მზადაა მატარებელი N851 მახინჯაური-თბილისის პირველი თებერვლის ყველა მგზავრს სამგზავრო ბილეთის საფასური აუნაზღაუროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი