წალენჯიხაში ორი დაურეგისტირებელი სახერხო საამქრო დალუქეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დალუქეს.

უწყების ინფორმაციით, დაილუქა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაფიქსირდა. სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან