ახალი ამბები

დუშეთში მოქალაქეებმა “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი მოკლეს — დეპარტამენტი

2 დეკემბერი, 2023 • 5077
დუშეთში მოქალაქეებმა “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი მოკლეს — დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაცია უწყებამ 2 დეკემბერს გაავრცელა.

დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.

“მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი