ახალი ამბები

დიდუბეში ავტომობილი ბოძს შეეჯახა – დაიღუპა მძღოლი

6 ივლისი, 2018 • 2723
დიდუბეში ავტომობილი ბოძს შეეჯახა – დაიღუპა მძღოლი

გუშინ, გვიან ღამით, დიდუბის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

დღეს დილით დიღომშიც მოხდა ავარია, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა:

დიღომში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი