ახალი ამბები

გარეშე პირებს Gmail-ით გაგზავნილი პირადი წერილების წაკითხვა შეუძლიათ – BBC

4 ივლისი, 2018 • 2130
გარეშე პირებს Gmail-ით გაგზავნილი პირადი წერილების წაკითხვა შეუძლიათ – BBC

Google ადასტურებს, რომ ელფოსტის წერილებს, რომლებსაც Gmail-ის მომხმარებლები ერთმანეთს უგზანვნიან, ზოგჯერ გარე აპლიკაციის დეველოპერები კითხულობენ.

BBC წერს, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი Gmail-ის ანგარიშით წვდომა აქვთ რომელიმე აპლიკაციაზე, ისინი ამ აპლიკაციების პერსონალს შესაძლეობლობას აძლევენ, მათი წერილები წაიკითხონ. WSJ -ის ინფორმაციით, ეს ძირითადად ეხება იმ აპლიკაციებს, რომლებზეც Gmail-ის მეშვეობით რეგისტრირდება მომხმარებელი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სერვისის აპლიკაცია, მაგალითად, მოგზაურობის დასაგეგმი, ფასების შესადარებელი და ა.შ.

BBC-ის ცნობით, ამ აპლიკაციების გადმოწერისას Gmail-ის მომხმარებელი დეველოპერებს უნებურად უფლებას აძლევს, მისი წერილები იკითხონ.

WSJ-თან საუბარში კომპიუტერული პროგრამების ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკუთარი აპლიკაციების დასახვეწად ან ახალი აპლიკაციის შესაქმნელად Gmail-ის მეშვეობით გაგზავნილ და მიღებულ ასეულობით წერილს კითხულობენ.

“ზოგიერთმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს ბინძური სიმართლეა, თუმცა ეს რეალობაა,” – ამბობს დეველოპერული კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

Google აცხადებს, რომ Gmail-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმოს თავისი ანგარიშის უსაფრთხოება და გააუქმოს ყველა ყველა ის აპლიკაცია, რომლისთვისაც ინფორმაციის გაზიარება არ სურს. Gmail მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია მეილია და დღეს მას 1.4 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი