ახალი ამბები

Apple და Google COVID-19-ით დაავადებულთა კონტაქტების ტრეკერ-პროგრამას შექმნიან

11 აპრილი, 2020 • 1675
Apple და Google COVID-19-ით დაავადებულთა კონტაქტების ტრეკერ-პროგრამას შექმნიან

ტექნოლოგიური კომპანიები Apple და Google კორონავირუსით დაავადებულთა კონტაქტების ტრეკერ-პროგრამის შექმნას აპირებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ორივე კომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

კომპანიების ცნობით, ახალი სისტემა მაისში ამოქმედდება და თავდაპირველად მხოლოდ ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მომდევნო თვეებში უკვე ავტომატურად ჩაჯდება iOS და Android სისტემების გაჯეტებში.

როგორც კომპანიებში ამბობენ, ახალი სისტემა ტრეკინგისთვის Blootooth-ს გამოიყენებს. სისტემა იპოვის გაჯეტებს, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან და მონაცემებს სპეციალურ აპლიკიას გადასცემს. მომხმარებლები ამ აპლიკაციაში შეძლებენ დააფიქსირონ, კორონავირუსით დაავადებულები თუ არიან, რის შემდეგაც პროგრამა გაანალიზებს დაავადებულების კონტაქტებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში და შეატყობინებს მათ, რომ დაავადებულთან ჰქონდათ კონტაქტი.

Apple და Google აცხადებენ, რომ დაავადებულის ვინაობა აპლიკაციაში ცნობილი არ იქნება, ხოლო ახალი ტექნოლოგიის უმთავრესი პრინციპი მომხარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობა იქნება.

როგორც Bloomberg წერს, ამჟამად მსოფლიოში iOS და Android სისტემებს სამ მილიარდ ადამიანზე მეტი მოიხმარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი